ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში შესასვლელად თურქეთის პირობები შეასრულეს. ამის შესახებ მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ორმა სკანდინავიურმა სახელმწიფომ თურქეთთან გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის პირობები შეასრულეს, რომელიც საჭირო იყო, რომ ანკარას მათი ალიანსში გაწევრიანებისთვის მხარი დაეჭირა.
ამავდროულად, ჩავუშოღლუს თქმით, ორი ქვეყნის მთავრობის მიერ ზოგიერთი ზომა მართლა მიღებულია და ანკარა ამას მიესალმება, მაგრამ “შეთანხმების ყველა კომპონენტის იმპლემენტაცია არ მომხდარა”.