უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნა იმის შესახებ, რომ უკრაინაში „ბინძური ბომბის“ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სრულიად ნათელია. მისი თქმით, ორგანიზაციის მისიამ მოინახულა ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ახსენეს, როდესაც ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ თავიანთ ფანტაზიებს ყვებოდნენ.
ქვეყნის პირველმა პირმა ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიჭები წინ მიიწევენ. მანვე დასძინა, რომ რუსეთმა, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე ვერ ამარცხებს, ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა და ამ გამოწვევის გადალახვა უკრაინის ეროვნული ამოცანაა.