სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, რის გამოც საერთაშორისო სასამართლომ სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.
"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოში" აცხადებენ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების წინაპირიბა უნდა გახდეს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია კანონის ფარგლებში იმოქმედოს.