"ამპარტავნობა და ამოჩემება" ცნობილი ბრიტანელი მწერლის ჯეინ ოსტინის ნოველაა , რომელიც თავდაპირველად 1813 წელს გამომცემლობა Thomas Egerton, Whitehall მიერ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.მწერალმა წიგნი 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მისი შემოქმედება მას შემდეგ მოექცა ყურადღების ქვეშ , რაც 15 წლის მერე, მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნა.
ჯეინ ოსტინის რომანი მოგვითხრობს ბენეტების ღარიბი დიდგვაროვანი ოჯახის ისტორიას. ოჯახში ერთდროულად 5 ქალიშვილი გაიზარდა და ყველა წარმატებით უნდა დაქორწინდეს. მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისში არსებობს სპეციალური წესები, რომელთა საფუძველზეც ღარიბი გოგონასთვის ოჯახური ბედნიერების პოვნა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ოჯახში არის გოგონა, ელიზაბეთი, რომელსაც დებისგან განსხვავდება ცხოვრების, ოჯახური ბედნიერებისა და ქორწინებისადმი განსაკუთრებული შეხედულებები აქვს.
სხვადასხვა სოციალური ცრურწმენების გამო ადამიანებს ხშირად ეშინიათ აჩვენონ თავიანთი ნამდვილი გრძნობები. რომანი „ამპარტავნობა და ამოჩემება“ მკითხველს ასწავლის საკუთარი გულის და გრძნობების მოსმენას, ზედმეტი სიამაყისა და ცრურწმენის განდევნას.ჯეინ ოსტინის 1775 წლის 16 დეკემბერს სტივენტონში, ჰემფშირში დაიბადა. ის შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამა, ჯორჯ ოსტინი მსახურობდა სტივენტონის ანგლიკანურ ეკლესიაში.დედა, მისის ოსტინი დიასახლისი იყო,რომელიც გამუდმებით თავისი ქალიშვილის,ჯეინის გათხოვებას ლამობდა.
სიცოცხლის განმავლობაში ოსტინი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, მეგობრებთან და მეზობლებთან. არ ტოვებდა არც ერთ მეჯლისს რომელიც იმართებოდა მახლობლად და ხშირად ხმამაღლა უკითხავდა ახლობლებს საკუთარ ნოველებს.
ჯეინის ბავშვობაში მისი ოჯახი და სანათესაო ხშირად აწყობდა თეატრალურ წარმოგდენებს სახლში, რომელთა უმეტესობა კომედიურ ჟანრს განეკუთვნებოდა. სწორედ ამით ხსნიან ჯეინის წერის მანერას და მის ნოველებში გამოყენებულ იუმორს, ირონიასა თუ სატირას. ცნობილია რომ მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში სცადა დრამატული ნაწარმოების დაწერა და საკუთარი ნაწარმოებების შექმნა.
ამპარტავნობა და ამოჩემება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველაა ინგლისურ ლიტერატურაში , მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მისი 20 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და ნათარგმნია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე. წიგნი დღესაც ახდენს გავლენას თანამედროვე მწერლობაზე, რომანის მიხედვით 2005 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი , სახელწოდებით სიამაყე და ცრურწმენა )რომელშიც კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფადიენი მონაწილეობენ. ასევე BBC ის 1995 წლის სატელევიზიო სერიალი ამავე სახელწოდებით , რომელიც 6 სერიისგან შედგება.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.