წელს 6 თვეში სახელმწიფო უწყებების სახელფასო დანამატის ხარჯმა 157 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, რაც 23 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის 6 თვეში მაგალითად 134 მილიონ 700 ათასი ლარის დანამატი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორზეა განთავსებული. ამავე მონაცემების მიხედვით, უწყებებს შორის, წელს ყველაზე მეტი დანამატი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გასცეს.
"პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია IDFI-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი