საგურამოში, მეოთხე ლიგელ ლოკომოტივ 2-სა და თბილისის საბურთალოს შორის გაიმართა. რკინიგზელების სარეზერვო გუნდი მიმდინარე გათამაშებაში სენსაციურ გამოსვლას განაგრძობს. ისინი ტურნირზე პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და მოახერხა წყალტუბოს სამგურალის, თელავის თელავის, ლანჩხუთის გურიისა და უკანასკნელ შეხვედრაში საბურთალოს დამარცხება და დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გასვლა. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა, 53-ე წუთზე საბურთალო 10 კაცით დარჩა, მინდვრიდან გიორგი ჯგერნაია გააძევეს. ამის შემდეგ თამაში მეტად თანაბარი გახდა და ფინალისტის ვინაობის დასადგენად საკმარისი არც ძირითადი დრო და არც დამატებითი ტაიმები აღმოჩნდა.
პენალტების სერიაში კი გუნდებმა 8-8 პენალტი შეასრულეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ოთო მამაგეიშვილის გაფუჭებული 11 მეტრიანი და ბექა ხარაიშვილის ზუსტი შესრულება.მეორე ½ ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დინამო თბილის უმაასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველ ტაიმში განსაკუთრებული უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. მეორე ნახევრის დასაწყისში საჯარიმო ჩაწოდებას გიგაურის თავური გადაცემა და პორტუგალიელი ცენტრალური მცველის პედრო მონტეიეროს ზუსტი შესრულება მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ კახა ჩხეტიანის გუნდი კონტრშეტევაზე ცდილობდა თამაშის აწყობას, რამაც შედეგი გამოიღო და ქიმაძის კარგი გადაცემის შემდეგ პარაგვაელმა თავდასხმელმა მაურო კაბალერომ ზუსტი დარტყმით ანგარიში 2-მდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 7 დეკემბერს ბათუმში 19:00 საათზე გაიმართება.