რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში საავადმყოფოს სათანადო აღჭურვილობა „ქეა კავკასიამ“ გადასცა. სამედიცინო ტექნიკა კლინიკის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა.
ახალი ტექნიკა დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების ექიმებს პაციენტების მართვისა და დიაგნოსტირების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.