ბოლო პერიოდში საქართველოში ხის სახლებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ხის სახლებით დაინტერესება უფრო მეტად კორონავირუსის პერიოდიდან დაიწყო. პანდემიამ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვის აუცილებლობა დაანახა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დაწესდა, საქართველოში ქალაქიდან მოშორებით, კერძო სახლებში დასახლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ამ ყველაფერმა კი ხის სახლებზე მოთხოვნა რეკორდულად გაზარდა. ეს ტენდენცია ახლაც მზარდია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხის სახლები საქართველოში საკმაოდ ტრენდულია, ძირითადად, უფრო საკურორტო ზონებში.
ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ხის მასალისგან დამზადებული კოტეჯები, ბუნებრივია ყველა ჩვენგანისთვის მიმზიდველია, თუმცა, მთავარი კითხვა რაც ჩნდება ხოლმე არის ის, თუ რამდენი წელი აქვს ექსპლუატაციის ვადა და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად დაცულები ვიქნებით - ეს იქნება ხანძარი, მიწისძვრა და ა.შ.
ამ ყოველივეზე სასაუბროდ "დილის პალიტრის" სტუმარია ქართული კომპანია kokhi.ge-ს დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე