ცნობილი ხდება, რომ ელექტროპიკაპის მასობრივ წარმოებას Tesla თავდაპირველად დასახულ მიზანზე ორი წლით გვიან, 2023 წლის ბოლოს დაიწყებს. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, კომპანიის პირველი ელექტროპიკაპის წარმოების დაწყება ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა. მასკის განცხადებით, წარმოების დასაწყებად სამუშაოები უკვე ბოლო ფაზაშია.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ამ ეტაპისთვის, მისი პირველი ელექტროპიკაპის არც საბოლოო ფასი დაუკონკრეტებია, არც მანქანის საწარმოო ვერსია და არც პიკაპის ელემენტთან დაკავშირებული დეტალები.
2019 წელს კომპანიამ მისი სავარაუდო ღირებულება 40 ათას დოლარად შეაფასა, თუმცა ამის შემდგომ როგორც Tesla-ს, ასევე სხვა ავტომწარმოებლების მანქანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.