დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა. როგორც ბრიტანული მედია წერს, ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორები არიან, რომლებიც რუსული ფოლადის მწარმოებელ კომპანიასთან არიან დაკავშირებული. აბრამოვს და ფროლოვს გაერთიანებულ სამეფოში აქტივები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომში მათი როლის გამო გაუყინეს.