გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურში 2, ბორჯომში კი ერთი უკანონო საამქრო დალუქეს. მოქალაქეებს არარეგისტრირებული სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ტერიტორიებიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ხის მასალა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.