უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. პენტაგონის ოფიციალური განცხადების მიხედვით, საუბარია საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების შესახებ, რომლის საერთო ღირებულება 275-ტ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კერძოდ, პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა ჰაიმარსებისთვის, მაღალი სიზუსტის 155-ტ მილიმეტრიანი 500-ი საარტილერიო ჭურვი, 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, 125 ერთეული ჯავშანმანქანა, 4 ანტენა სატელიტური კავშირ გაბმულობისთვის. პენტაგონში ასევე განმარტავენ, რომ უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარებას უახლოეს მომავალში კიდევ მიიღებს.