თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს კორუფციულ მანიპულაციებში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, კახი კალაძის წინააღმდეგ თბილისელების ქონების გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. კალაძის ოპონენტებს აინტერესებთ, მისცა თუ არა ჩვენება დედაქალაქის მერმა მთავარ საგამოძიებო უწყებას.