ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთში დსთ-ს ტერიტორიიდან საყოფაცხოვრები ტექნიკის მიწოდება გაიზარდა, მათ შორის ყახაზეთიდან და სომხეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ევროკავშირის წუხილი კი გამოწვეულია იმით, რომ ამ ტექნიკაში შესაძლოა იყოს ისეთი კომპონენტები, რომელიც შეიძლება რუსეთმა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. ევროსტატის მონაცემებით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით სომხეთმა ევროკავშირიდან იმაზე მეტი სარეცხი მანქანის იმპორტი განახორციელა, ვიდრე მთლიანად ბოლო ორი წლის განმავლობაში. ხოლო ყაზახეთში აგვისტოში ევროკავშირიდან 21 მლნ დოლარის მაცივრები შევიდა, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელს.
სააგენტოს ცნობითვე, ყახაზეთის ხელისუფლების მონაცემები ცხადყოფს, რომ გაზრდილია ყაზახეთიდან რუსეთში სარეცხი მანქანებისა და მაცივრების მიწოდება.