უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული არმიის დაბალ ეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე მას „მსოფლიოს მეორე არმიას“ უწოდებდნენ, ახლა უკვე ოცდამეორეც აღარ არის.
ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს კიდევ ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს და რუსეთს კიდევ უფრო უარესი შედეგი აქვს დრონებთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტამ ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის არმია სიძლიერის მიხედვით მსოფლიოსში ასეულს მიღმა დარჩეს. მისი განცხადებით, რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს 31 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.