უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციების ხელმოწერაზე ნატო-ს ყველა წევრთან იწყებს მუშაობას. მისი თქმით, უკრაინას ცოტა ხნის წინ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარია და მასთან უკრიანის ევროატლანტიკური ინტეგრაცია განიხილა.
ზელენსკის თქმით, ჩეხეთი ახლა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს და ასე ექცევა რუსეთი ევროპულ სტრუქტურებს: ჩეხეთის წარმომადგენლების ვიზიტის დროს უკრაინაში 55 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. თუმცა, რაც არ უნდა იფიქრონ მოსკოვში, უკრაინა საკუთარ თავზე ზრუნავს და თავის საქმეს აკეთებს.