„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის 42 ოპოზიციონერი დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელი წარედგინება. ისინი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასა და გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინების საფუძვლებს ადგენს.