ენერგოკრიზისის, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და კადრების დეფიციტის ფონზე, ავიაბილეთებზე ფასების ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება.მიუხედავად გაძვირებული ბილეთებისა, წინასწარ გაკეთებული ჯავშნები ცხადყოფს, რომ ფრენებზე მოთხოვნა მაინც მზარდია. ავიაბილეთების ყიდვა-გაყიდვის ამერიკული ვებ-გვერდის Scott's Cheap Flights-ის დამფუძნებელი, სკოტ კეისი ამბობს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მათ შორის სადღესასწაულო ფრენებიც ძვირი იქნება.