ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ღონისძიებაზე ამერიკელ ფილ ჰოუსთან იჩხუბა და კარიერაში მე-11 ბრძოლა მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასაპარეზა და დაპირისპირება პირველივე რაუნდში დაასრულა.
ჩხუბი თავდაპირველად დგომში მიმდინარეობდა, მაგრამ მებრძოლებმა პარტერში გადაინაცვლეს, სადაც დოლიძემ მეტოქეს ძალიან ძლიერი დარტყმები მიაყენა, რის შემდეგაც ფეხის მტკივნეულ ილეთზე გადავიდა. ჰოუსს ფეხი დაუზიანდა და რომანი მეტოქეს ნატკენ ფეხში არ ურტყამდა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა და ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.
რომანისთვის ეს UFC-ში მე-5 გამარჯვება იყო. ფილ ჰოუსი კი მეორედ დამარცხდა. მასთან გამარჯვებამდე, რომან დოლიძემ რუსი ხადის იბრაგიმოვი, ბრაზილიელი ჯონ ალანი, არგენტინელი ლაურეანო სტაროპოლი და ამერიკელი კაილ დაუკაუსი დაამარცხა.