უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს "ავადმყოფი" უწოდა მათი განცხადებების გამო, თითქოს სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე უპილოტო დრონები, გაუშვეს სამოქალაქო გემიდან, რომელიც გამოიყენებოდა მარცვლეულის გარიგების ფარგლებში.
მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით და ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.