გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ნინო თანდილაშვილი ტყის რეფორმის განხორციელების მიმდინარეობას ახმეტის მუნიციპალიტეტში გაეცნენ. 7 წლიან პროექტს საქართველოს მთავრობა დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. ღონისძიებას საერთაშორისო პარტნიორებიც ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილეები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ახმეტაში ღუმელების საწარმოში იმყოფებოდნენ. ასევე, მერქნული რესურსის დასაწყობების, დახარისხებისა და რეალიზაციის პროცესს გაეცნენ.