სოფელ მუხრანში, ისტორიული შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა შატოს ინვესტორებს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის დინამიურად განვითარებას ქვეყანაში. ვიცე-პრემიერის განცხადებით, შატო მუხრანი დღეს ცნობილია, როგორც მაღალი ხარისხის მეღვინეობის ცენტრი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართლის რეგიონის მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა.