ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედის და 2 მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ინგოროყვას კლინიკაში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. შემთხვევა 28-ა ოქტომბრის საღამოს, ქალაქ რუსთავში მოხდა. ფანცულაიას ქუჩაზე, ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო - დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს.