82 წლის ალ პაჩინოს ახალ ფილმში Billy Knight იღებენ. გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს და ლეგენდარულ მსახიობს პარტნიორობას 29 წლის პატრიკ შვარცნეგერი და 28 წლის ჩარლი ჰიტონი უწევენ. ფილმის სიუჟეტი ორი ასპირანტის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც რეჟისორობაზე ოცნებობენ.
გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა. შავ ტანისამოსში გამოწყობილი ლეგენდარული პაჩინო სცენარით ხელში იჯდა და გადაღებებს შორის შესვენებაზე სიგარის მოწევით ირთობდა თავს.