მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი გარიგების საბოლოოდ დასრულებისა და Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ, კომპანიიდან თანამშრომლების 75%-ის დათხოვნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურ დოკუმენტებსა და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
ექსპერტების შეფასებით, ერთი შეხედვით, მასკის სტრატეგია კონტრპროდუქტიულია და საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მეწარმეს მხოლოდ ხარჯების შემცირება სურდეს, სავარაუდოდ, ის Twitter-ის გუნდის ჩანაცვლებას საკუთარი კადრებით შეეცდება, რომელიც მას Tesla-ს, SpaceX-ის დ Boring Company-ი წყალობით მრავლად ჰყავს.
მასკს Twitter-ის ალგორითმის შეცვლა და სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა სურს, გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის სუპერ აპლიკაციის „X-ის“ შექმნასაც გეგმავს, რომელიც Twitter-ის მომხმარებელთა ბაზაზე უნდა დაშენდეს, შესაბამისად, Twitter-ის ჩამოშლა და მომხმარებლების დაკარგვა მის ინტერესებში არ შედის.