ღვინის ექსპორტი გაიზარდა. მიუხედავად საექსპორტო ბაზრებზე არასტაბილურობისა იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან 173 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 4%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით.
დივერსიფიცირების მცდელობების მიუხედავად, რუსეთი შეუცვლელ ბაზრად რჩება. რუსეთზე ქართული ღვინის ექსპორტის 63% მოდის. ამ ბაზარზე წელს ექსპორტი 15%-ით არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკით გასული წლის 9 თვეში რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში მხოლოდ 56%-იანი წილი ეჭირა.
გასული წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყანაში თითქმის 95 მლნ დოლარის ღვინო იყო გასული, ჯამური ექსპორტი კი, 166 მლნ დოლარს აჭარბებდა შეადგენდა.