უკრაინაში ომის 239-ე დღეა. უკრაინის ქალაქის ხარკოვის მერ, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის მერი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდბს. სროლის ხმა ისმის ხაპოროჟიეს ოლქშიც. ქალაქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი აცხადებს, რომ მტერი ზაპოროჟიეს რაკეტებით ესხმის თავს. ის ადგილობრივებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.