ფრანკ რიბერი კარიერის ბოლო მატჩს შაბათს გამართავს. ის სპეციას წინააღმდეგ ითამაშებს და პროფესიონალურ კარიერას დაასრულებს. რიბერი სალერნიტანას ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და კლუბს სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სალერნიტანას მფლობელმა, დანიელე იერვოლინომ რიბერის სპორტული დირექტორის პოსტი უკვე შესთავაზა და ფრანგი იტალიურ კლუბში დარჩება. რიბერიმ სალერნიტანაში 24 მატჩი ჩაატარა. ფრანგმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, რიბერიმ კარიერის განმავლობაში 9 კლუბში ითამაშა და 25 ტიტული მოიგო. მან საფრანგეთის ნაკრების მაისური 81-ჯერ მოირგო და 16 გოლი გაიტანა. ფრანკი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა, სადაც იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.