საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში 2025 წლამდე დარჩება. ქართველმა ფეხბურთელმა პოზნანელებთან კონტრაქტს ხელი უკვე მესამედ მოაწერა.
ნიკა პოლონურ გუნდს 2021 წელს 6 თვით შეუერთდა, რის შემდეგაც კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კვეკვესკირი 2025 წლის ივნისამდე იქნება პოლონურ გუნდში.
კონტრაქტის გახანგრძლივებას ნიკა კვევესკირი თავადაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი და ამაყია.
ცნობისთვის, ქართველმა ნახევარმცველმა პოლონური კლუბის მაისურით 74 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს ჩატარებული.