რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რიაზანის რეგიონში, დასავლეთ სამხედრო ოლქის საწვრთნელ მოედანზე მობილიზებულთა წვრთნის პროცესი პირადად შეამოწმა. კრემლის ლიდერი გაეცნო ქვედანაყოფების საბრძოლო კოორდინაციას და სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნას ე.წ. სპეცოპერაციის ზონებში. პ
ოლიგონზე რუსეთის ლიდერმა შეამოწმა პრაქტიკული წვრთნები ტაქტიკურ, სახანძრო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადებაში. გარდა ამისა, კრემლის ლიდერი ეწვია კომპლექსს, სადაც მობილიზებული პირები ქვედანაყოფების შემადგენლობაში სროლის სხვადასხვა მეთოდებს სწავლობენ.
პუტინის განკარგულებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან მიმდინარეობს.