თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.
პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას.
აღნიშნული საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, კერძოდ, არსებობდა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა, დანაშაულის განმეორებასაც ჰქონოდა ადგილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.