ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სანქციები ძალაში დღესვე შევა. როგორ ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის აქტივებს დააყადაღებენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დრონების მიწოდებაზე.