სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა. შემაჯამებელი სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი და საქართველოში თურქეთის ელჩი დაესწრნენ.