თბილისის საქალაქო სასამართლოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, თავად ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.