შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დილბარო მანსური ხელმძღვანელობს. ვიზიტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.