აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ და დრონების გადაცემა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას.
სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატები უყოყმანოდ დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის საშუალებებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს.