"სიყვარულით როზი", ირლანდიელი ნოველისტის სესილია აჰერნის ნაწარმოებია. წიგნის ორიგინალი თავდაპირველად სახელწოდებით ,,სადაც ცისარტყელა მთავრდება", 2004 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა , თუმცა 2015 წელს კინოეკრანიზაციის შემდეგ წიგნის ყდაზე მისი სახელწოდება „სიყვარულით როზი“თ შეიცვალა.
რომანის მთავარი გმირები როზი და ალექსი არაიან , რომლებსაც ბავშვობის დროინდელი მეგობრობა აკავშირებთ , თუმცა მათ გარდა, ყველა ამჩნევს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. თვეების შემდეგ, როზი და ალექსი აღმოაჩენენ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საკუთარი გზა უნდა აირჩიონ და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ალექსი გადაწყვეტს ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა და დუბლინიდან ბოსტონში ოჯახთან ერთად მიემგზავრება. როზისაც დიდი გეგმები აქვს და ბოსტონის უნივერსიტეტში ირიცხება სასწვლებლად, თუმცა ერთი მცდარი ნაბიჯი როზის ცხოვრებას სრულიად ცვლის, ის ორსულად რჩება მამაკაცისგან, რომელთანაც ერთი ღამის ურთიერთობა აკავშირების.
როზი უკვე მარტოხელა დედაა, რომელსაც უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. წლების განმავლობაში მეგობრებს , სატელეფონო , საფოსტო და უფრო ხშირად კი ონლაინკავშირი აქვთ. ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ დარდსა და სიხარულს, ანუგეშებენ , დროდადრო ჩხუბობენ კიდეც , ხანდახან ერთმანეთსაც სტუმრობენ. თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ , რაც მეგობრები ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებიან რის შემდეგაც მათ მოუწევთ , მრავალი პრობლემებისა და დაბრკოლების გადალახვა , რათა ერთმანეთი აღარასდროს დაკარგონ.მწერალი 1981 წლის 30 სექტემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. სესილია აჰერნი პროფესიით ჟურნალისტი და ერთ-ერთი ამერიკული ტელეარხის პროდიუსერია. მწერლობისა და პროდიუსერის კარიერის დაწყებამდე მან მიიღო დუბლინის გრიფიტის კოლეჯის ჟურნალისტიკისა და მედია კომუნიკაციების ბაკალავრის ხარისხი, მაგრამ უარი თქვა მაგისტრატურის კურსზე, რათა გაეგრძელებინა მწერლობის კარიერა.
სესილიამ თავისი სამწერლო კარიერა ოცდაერთი წლის ასაკში დაიწყო რომანით , „პ.ს მე შენ მიყვარხარ“ , რასაც მოჰყვა მის კარიერაში დაწერილი კიდევ არაერთი რომანი.
მისი წიგნები ნათარგმნია მსოფლიოს 40 ქვეყანაში 30 ენაზე და გაყიდულია 25 მილიონამდე ეგზემპლარი. მისი ყველაზე პოპულარული რომანი, ,,სიყვარულით, როზი" დიდი ხნის განმავლობაში ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვად წიგნებში ინარჩუნებდა ლიდერობას , წიგნს ასევე მიღებული აქვს გერმანული CORINE-ის ლიტერატურული ჯილდო.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს და ამ დროიდან ის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.