პრემიერლიგის მე-12 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ტოტენჰემი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში გოლები ფრედმა და ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანეს.
„იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება. „წითელმა ეშმაკებმა“ 10 შეხვედრაში 19 ქულა დააგროვეს, ხოლო ტოტენჰემი 23 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილო დარჩა.
37 წლის პორტუგალიელმა გამომწვევად დატოვა სკამი და გასახდელში გავიდა. ის უკმაყოფილო იყო იმით, რომ ერიკ ტენ ჰეგმა მას თამაშის საშუალება არ მისცა. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჯეიდონ სანჩო და კაზემირო ეთნონი ელანგათი და კრისტიან ერიქსენით შეცვალა.
ცნიბისთვის, მომდევნო ტურში მანჩესტერ იუნაიტედი 22 ოქტომბერს სტუმრად ჩელსის დაუპირისპირდება, 23 ოქტომბერს კი ტოტენჰემი ნიუკასლს უმასპინძლებს.