პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ილია დარჩიაშვილი კანონმდებლების წინაშე “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. საგარეო უწყების პირველი პირი გაწეული საქმიანობის შესახებ დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. რეგლამენტი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც. აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე.