საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2022 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება დაწყება.
აგრარული ბიომრავალფეროვნება, მათ შორის აგრარული ეკოსისტემები, საქართველოს ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია. ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უკავია სამცხე-ჯავახეთს, რომელიც, როგორც ისტორიული მესხეთის ნაწილი, ტრადიციულად გამორჩეოდა ვაზისა და ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მდიდარი მრავალფეროვნებით.
დღეს-დღეობით რეგიონი ადგილობრივი ვაზის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა, როგორც, მაგალითად ქართლ-კახეთი და საქართველოს სხვა მხარეები. მესხურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალიდან სამწუხაროდ არაერთია გამქრალი. ხოლო ის, რაც ამჟამად მოიპოვება სათანადოდ შესწავლილი და გამოყენებული არ არის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა ეფექტიანი ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აგროეკოსისტემების აღდგენას. სწორედ ეროვნული და რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით იგეგმება ხსენებული პროექტის განხორციელება მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში.
თემაზე სასაუბროდ "დილის პალიტრას" სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნერი-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სტუმრობს.