Netflix-ის მესამე კვარტალის მონაცემებით, გამომწერთა რაოდენობაში რამდენიმეთვიანი კლების შემდგომ, სტრიმინგ-სერვისს 2.4 მილიონი ახალი გადამხდელი აბონენტი შეემატა. გამომწერთა მატებამ გადააჭარბა როგორც თავად კომპანიის, ასევე Wall Street-ის პროგნოზებსაც. გამომწერთა ზრდის დიდი ნაწილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალის მონაცემებით, კომპანიამ მილიარდ 400 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო კვარტალურმა შემოსავალმა 8 მილიარდს მიაღწია.