სახელმწიფო აუდიტის სამსახური რკინიგზის აუდიტის ანგარიშს ამზადებს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე გენერალურმა აუდიტორმა, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აუდიტის პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ამასთან, აუდიტმა უკვე გამოაქვეყნა რკინიგზის შესყიდვების სისტემის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მის შემოწმებას ეწინააღმდეგებოდა, რასთან დაკავშირებითაც 2018 წელს აუდიტის სამსახურმა სასამართლო დავაც მოიგო.
თავად რკინიგზის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2021 წელს 52.7 მილიონიანი მოგება მიიღო, ხოლო მისი შემოსავალი 548 მილიონ ლარს შეადგენდა.