ექს პრეზიდენტის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. მიზეზი ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვეს, ვინაიდან მათი თქმით უახლოეს დღეებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ერთ კვირაში მზად იქნება.