ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა იანვარ-სექტემბერში 10%-ით გაიზარდა და 22 000 ტონას მიაღწია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის 78 % იქნა ტრანსპორტირებული.
ცნობისთვის, ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ნავთობის, ასევე, შაჰ-დენიზის საბადოს კონდენსატისა და კომპანია SOCAR-ის ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. ამასთან, მილსადენი კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობის ტრანსპორტირებასაც ეწევა.