საქართველოს პარლამენტთან ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე „ქართული ოცნების" მიერ უარის თქმა აქცია - პერფორმანსით გააპროტესტეს.
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს, რომელზეც კრემლის ფონზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის, კერძოდ „ქართული ოცნების“ წევრები, ევროსაბჭოში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი არიან ასახული. პერფორმანსზე ასევე წარმოდგენილია 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგების ამსახველი ფოტომასალა, როგორც რუსული ტერორიზმის შედეგები. გამოფენილი იყო მიხეილ სააკაშვილის ფოტოც წარწერით - "Pace- მიხეილ სააკაშვილი, პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი".
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნეს, რომ უკვე ევროპა აღიარებს ოფიციალურად, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.