საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს: გიორგი შოთაძემ (63 კგ.) ვერცხლი აიღო, გიორგი თოხაძემ (55 კგ.) კი – ბრინჯაო.
შოთაძე ფინალში ირანელ იმან ჰოსეინ ხოონ მოჰამადის გაეჯიბრა და 0:8 წააგო, ხოლო თოხაძემ რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში ამავე ანგარიშით აჯობა იაპონელ კენ მაცუის.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა ბექა მელელაშვილს (87 კგ.), თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ შიმონ შიმონოვიჩთან 1:4 დამარცხდა.