Sports Illustrated-ის ცნობით, „ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძეს 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაუგრძელა. გამოცემის განცხადებით, ეს მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან გუნდში გოგა მესამე ცენტრია და გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
„ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა კი განაცხადა, რომ ბითაძე ნიჭიერი მეხუთე ნომერია, თამაშის რიტმს გრძნობს, სროლაც ეხერხება, პასიც და ბლოკის დაყენებაც და ასეთი ცენტრები კი „ხეზე არ ასხია“.
შეგახსენებთ, რომ გოგა ინდიანურ გუნდში 2019 წლის დრაფტის შემდეგ მოხვდა. მან მიმდინარე სეზონში გუნდთან ერთად რამდენიმე საგამოფენო შეხვედრა ჩაატარა.