ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულ 9 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. დაკავებულები გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათი ნაწილი ადვოკატებმა მოინახულეს. ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.