პარიზში ხელფასების ზრდის მოთხოვნით ათობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. მალევე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. პოლიციამ თერთმეტი პირი დააკავა.
საყოველთაო გაფიცვა რამდენიმე პროფკავშირმა გამოაცხადა, რის გამოც რეგიონალური სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეიზღუდა.