„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერი, ალუდა ღუდუშაური კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება. მისი თქმით, სამწუხარო მომენტია, როდესაც “რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს” რომ ტრაგედიის დროსაც „პოლიტიკა შემოიტანოს“.
ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი ხაზი და თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ჰქონდათ ბრალეული ქმედება, ეს არის საგამოძიებო ორგანოების საკითხი.